ანონსები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაკვეთით 2017 წელს “საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია” საკუთარი დაფინანსებით ორგანიზებას უწევს ტურნირს ეროვნულ დონეზე ინფორმატიკაში და ასევე, აკომპლექტებს საქართველოს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს, რომელიც გაემგზავრება ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOI'2017, ირანი, ქ. თეირანი, 28 ივლისი - 4 აგვისტო).
მსოფლიო ოლიმპიადაში მონაწილეობა და ნაკრების გამგზავრება ირანში სრულად არის დაფინანსებული.
უკვე გაიმართა ოლიმპიადის დაუსწრებელი (ONLINE) ტური, რომელმაც გამოავლინა დასკვნით ტურში გადასული საუკეთესო მოსწავლეები სამ ასაკობრივ კატეგორიში: VIII კლასამდე, IX-X და XI-XII კლასები.
დასკვნითი ტური გაიმართება 1-2 აპრილს საქართველოს უნივერსიტეტში.
მის: კოსტავას 77ა
დაწვრილებითი ინფორმაცია ოლიმპიადის შესახებ იხილეთ საიტზე: geoi.ge